Digest Logo

🎥 „3 მეტრიანი გიგანტი, ერთმანეთს მენტალურად ვესაუბრებოდით, ხმა არ იყო“ - მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან შეხვედრას იხსენებს

1793027100
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ასტროლოგია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ქართულ ტელეკომპანიებთან, რადიოსადგურებთან და ონლაინ გამოცემებთან. იგი რეგულარულად აქვეყნებს ყოველკვირეულ და ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს, ასევე რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს მნიშვნელოვანი კოსმოსური მოვლენების დროს.

იგი ვახო ნიკოლავას პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც უცხოპლანეტელებთან შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, მფრინავი ობიექტი სვეტიცხოვლის ფრესკაზეა გამოსახული და მათი არსებობა ადრინდელ ხალხში სულაც არ იყო უცხო და დაფარული ცოდნა:

„სვეტიცხოვლის ფრესკაზე არის უცხოპლანეტელები, მფრინავი ობიექტი, რაც ჩვენთვის არასდროს იყო გასაკვირი. მას შემდეგ რაც ჩვენ ეს ცოდნა დაგვიმალეს, კომუნისტებმა გადაგვრიეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ცხოვრება, არსებობს მარტო ის, რასაც თქვენ ხედავთ და ამის იქით არაფერი არსებობს, აი, მერე ხალხს დაეწყო შინაგანი სტაგნაცია.

უცხოპლანეტელებს შევხვედრივარ, მჯერა და ვიცი ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენ ყველა უცხოპლანეტელები ვართ, აქ ვიღაც როდისღაც მოვიდა და სამი იყო დამფუძნებელი, რასაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვასწავლიან სკოლებში. იყო სამი ძირითადი ჯგუფი, ასურების, რომლებმაც ევროპეიდული რასა შექმნა, შემდეგ ტელურები, რომლებმაც ინდურ-აფრიკული რასა შექმნეს და იყვნენ ლემურიის დიდი ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ყვითელი რასა. მერე დაიწყო სხვათა შემოსვლა და აღრევა. 

როგორ ფიქრობთ, სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა? სხვაგან არ არის? უფალმა ასე მოაწყო? ჩვენ გვაქვს სხვადასხვა განზომილება. 

შონიამ შემახვედრა თავის დროზე, მას ჰქონდა შეხვედრა და მეც მიმიყვანა. მაშინ პირველად ვიხილე ეს სასწაული, დაახლოებით 3 მეტრიანი გიგანტი, არანაირი საუბარი არ იყო, იყო მხოლოდ მენტალური, ტვინით წამოსული ინფორმაცია და მე რამდენადაც ვიცი, ასე საუბრობდნენ ადრე, ენა არ იყო. გეგონება კომპიუტერი მითარგმნის ჩემს ენაზე, თუმცა ხმა იქ არ ისმოდა. მენტალურად დავუსვი შეკითხვა, პასუხიც მოვიდა მენტალურად. ძალიან საინტერესო იყო, მინდოდა გამერკვია სამყაროს აგებულება, პრინციპი, სად რა ხდება, რატომ არ ჩანან ისინი აქ. 

ზევით არის, მეოთხე, მეხუთე, მექვსე და მეშვიდე განზომილება, საიდანაც იყო იესო“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მწამს უფლის, მაგრამ ნუ აურევთ მას იესოსთან...ყველაზე მორწმუნე ვარ, ოღონდ ჩემი გზა განსხვავდება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი რწმენაზე

🎥 „ვეფხვი განდობილების ფორმა იყო და შოთაც ერთ-ერთი მათგანი იყო, კარგად იცოდნენ ენერგიების მნიშვნელობა, შეეძლოთ ადამიანის მესამე თვალზე ზეგავლენა“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ მდგომარეობასა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს შორის? - ნუნუ ქემაშვილის განმარტება

✕