Digest Logo

🎥 „მწამს უფლის, მაგრამ ნუ აურევთ მას იესოსთან...ყველაზე მორწმუნე ვარ, ოღონდ ჩემი გზა განსხვავდება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი რწმენაზე

1793022872
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საკუთარ რწმენასა და ღმერთის შესახებ შეხედულებებზე ვახო ნიკოლავას პოდკასტში საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, უფლის სწამს, თუმცა მისი სულიერი გზა სხვა მორწმუნეების გზისგან განსხვავდება.

მისი თქმით, სწამს უფლის, რომელსაც უზარმაზარ შემოქმედებით ენერგიად აღიქვამს და სამყაროს შექმნას უკავშირებს. ამ მოსაზრების ასახსნელად ასტროლოგი ადამიანის ორგანიზმის სირთულესა და ბუნების მრავალფეროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„გააჩნია, ვინ როგორ თვლის, მორწმუნე ვარ თუ არა. მე ვთვლი, რომ ყველაზე მორწმუნე ვარ, ოღონდ ჩემი გზა ძალიან განსხვავდება სხვა მორწმუნეების გზებისგან. თუ მორწმუნე ხარ, არ ნიშნავს, რომ უნდა გახდე ისეთი, როგორიც ყველა იქ. 

მე მწამს უფლის, უზარმაზარი ენერგიის, რომელსაც შემოქმედი ჰქვია, რომელმაც შექმნა ყველაფერი. მე პროფესიით ვარ ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი და ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, მილიონი უჯრედი იცვლება დღე/ღამეში და ტვინი არის არნახული კომპიუტერი, რისი მსგავსიც ჯერ არ შექმნილა.

დაჰკვირვებიხარ ფოთოლს? რატომ აქვს ამდენი ფერი, ამდენი სხვადასხვა კონფიგურაცია, ვინ შექმნა? ვინ იყო არქიტექტორი, მხატვარი? ვიღაცამ ხომ შექმნა? ეს არის უდიდესი შემოქმედი, რომელსაც ჰქვია უფალი, ღმერთი, მაგრამ ნუ აურევთ უფალს იესოსთან. ეს სხვადასხვა ცნებებია. იესო არის მეშვიდე განზომილების ცნობიერების ზეძლიერი სული, ისევე როგორც იყო მუჰამედი, ბუდა და ა.შ. სულიერი მასწავლებელი და უფალი სხვადასხვაა, ცნებები აღრეულია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვეფხვი განდობილების ფორმა იყო და შოთაც ერთ-ერთი მათგანი იყო, კარგად იცოდნენ ენერგიების მნიშვნელობა, შეეძლოთ ადამიანის მესამე თვალზე ზეგავლენა“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 არსებობს თუ არა კავშირი ემოციურ მდგომარეობასა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს შორის? - ნუნუ ქემაშვილის განმარტება

⭕„იმატებს ბრძოლა კონტროლისთვის, თანხებისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე“ - რას მოგვიტანს სავსემთვარეობა კუროს ნიშანში

✕