ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის, რაჭაში სტიქიის ზონაში კონტაქტი 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.
„ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რაჭაში სტიქიის ზონიდან უკვე 140-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. როგორც ცნობილია უკვე შესრულდა 9 საევაკუაციო რეისი.
ბოლო ინფორმაციით რაჭაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთა ცხედრებს დღეს გადმოასვენებენ და მათი იდენტიფიცირებაც დღეს მოხდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: