შოვში მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა განახლდა - შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გრიგოლ თვალჭრელიძე სოციალურ ქსელში დრონით გადაღებულ კადრს აქვეყნებს👇
„4 კაცი იპოვეს დაკარგული ვინც იყო ამ რამდენიმე წუთის წინ, დრონით გადაღებული ფოტოები“, - წერს გრიგოლ თვალჭრელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი...“ - კაცი, რომელიც ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს
🔵შსს: შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს