რაჭაში სტიქიის ზონიდან უკვე 140-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი. როგორც ცნობილია, უკვე შესრულდა 9 საევაკუაციო რეისი.
უსაფრთხო ადგილას გადაყვანილებს შორის არიან ბავშვებიც. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
სტიქიას გამოქცეული ერთ-ერთი გადარჩენილი მარიამ ბერიანიძეა, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
„კარგად ვართ მეგობრებო, გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.
ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს ცოცხლებს იპოვიან. ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლბა ყველას მოკითხვისათვის.
უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ“, - წერს მარიამ ბერიანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი...“ - კაცი, რომელიც ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს
🔵შსს: შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს