ქუთაისში 37 წლის ქეთევან შაუთიძეს მეშვიდე შვილი შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს. მათი თქმით, ბავშვი 4,300 კგ და 56 სმ დაიბადა.
„ქეთევან შაუთიძე მეშვიდე შვილის დედა გახდა.
ახალშობილი, რომლის წონა 4.300 გრამი, ხოლო სიმაღლე 56 სმ-ია, თავს კარგად გრძნობს.
37 წლის მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ აღსანიშნავია კლინიკის გუნდის მიმართ პაციენტების მიმართ გამოჩენილი ყურადღება და პროფესიონალიზმი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇