Digest Logo

+38 გრადუსი - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი, ქალაქების მიხედვით

1720157953
შემოდგომის ამინდის პროგნოზი

5 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფოთშიც დარია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს. დღე +35 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +35 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +35 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

უნალექო დღეა თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აი ამიტომ არის ფეხბურთი იმაზე მეტი, ვიდრე ფეხბურთი... დისკვალიფიკაცია ფეხბურთელმა მხოლოდ ამ ჟესტის გამო მიიღო“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

„მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით“ - გურამ კაშიაზე სოცქსელში მასობრივი ბულინგი მიმდინარეობს