Digest Logo

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

1730708383
ვაქცინაცია

„4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!

⭕ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება - „შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა“