Digest Logo

41 წლის ქეთი მელუას მეორე შვილი შეეძინა - „ძალიან გამიმართლა, რომ ორი შესანიშნავი ვაჟის დედა ვარ...“

1793646892
ქეთი მელუა

ცნობილი მომღერალი, 41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილი ბიჭია და მას მაქსი დაარქვეს:

„ჩვენი ახალი წევრი… მაქსი გაჩნდა! რა ბედნიერი ვარ, რომ ორი უსაყვარლესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. იმედია, ასეც გაგრძელდება!“, - წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Katie Melua (@katiemeluaofficial)

ქეთის უფროს ვაჟს სანდრო ჰქვია. ქეთის მეუღლე და მისი შვილების მამა ნახევრად ქართველია, მეცნიერი, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. იგი ქეთის მეორე მეუღლეა.

ქეთი მელუამ მეორე ორსულობის შესახებ გამომწერებს მიმდინარე წლის ზაფხულში გაუზიარა.

შემდგომ ქეთი მელუამ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა მისი შვილის ქართველ ნათლიასთან - მუსიკოს თეონა ცირამუასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ასევე დედა გახდა. თეონა ცირამუას ტყუბები ჰყავს.

ცნობისთვის, ქეთი მელუა (გაჩენილი ქეთევან მელუა) არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება თავისი უნიკალური ვოკალითა და მელოდიური, აკუსტიკური ბალადებით მოიპოვა. იგი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, თუმცა მოგვიანებით ოჯახთან ერთად ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიაში, ხოლო შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ქეთი მელუას სადებიუტო ალბომმა Call Off the Search (2003) და მეორე ალბომმა Piece by Piece (2005) მას უზარმაზარი კომერციული წარმატება და მილიონობით გაყიდული ფირფიტა მოუტანა, რითაც ის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსი გახდა. წლების განმავლობაში მან შეინარჩუნა განსაკუთრებული ადგილი ევროპულ და მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში, ხშირად ატარებს სოლო ტურნეებს და თავის შემოქმედებაში ხშირად წარმოაჩენს თავის ქართულ ფესვებსაც (მათ შორის ქართული ხალხური სიმღერების შესრულებითა და კოლაბორაციებით).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გაფრთხილდით, რომ პარტნიორებთან იყოთ მოზომილი...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

⭕„მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე“ - წმინდა ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებები და ახალი ფილმი კინოთეატრებში: რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ იღბლიანი დღეები - 2026 წლის ნოემბერში: თაკო მელიქიშვილი ასახელებს

✕