Digest Logo

🎥 „43 წლის კაცმა მოკლა მეგობარი, რომელსაც მის ყოფილ ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ქალი კი - დაჭრა“ - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

1761835541
სიღნაღის პოლიცია

29 ოქტომბერს, გვიან ღამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში 43 წლის კაცმა მოკლა მეგობარი, რომელსაც მის ყოფილ ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ქალი კი - დაჭრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით შურისძიების მოტივით 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული კაცი და დაჭრილი ქალი ბოლო რამდენიმე დღეა ერთად ცხოვრობდნენ. 

დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული დაჭრილი ქალის ყოფილი ქმარია და ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. 

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფიდან გასროლით შურისძიების მოტივით 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს
კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ტვინი და სული ვერ არჩევს წარსულს, აწმყოს და იწყება შინაგანი განგაში, თითქოს ისევ ბავშვს გტოვებენ მარტო ტკივილთან“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

„ყველაფერი, რასაც დღეს სიყვარულით გააკეთებთ, განსაკუთრებულად წარმატებული იქნება“ - ასტროლოგი 30 ოქტომბერზე

„სანამ ამ ფსიქოლოგიურ „სარგებელს“ არ იპოვი, შენი სხეული კილოგრამებს „არ დათმობს“ - 3 ფარული მიზეზი, თუ რატომ სჭირდება სხეულს ზედმეტი წონა