Digest Logo

5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება

1783182327
გამოცდა, ქართული

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.

5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ ვინ არის ქალი, რომელმაც ხაშურის ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა და მეპატრონეს დაუბრუნა - „შვილის მკურნალობისთვის ჰქონდა...ტიროდა“

⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

⭕ სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა