რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე სამი გოგოს მამა, ბევრის მფარველი და მშობელი იყო. ნიჭიერებით გამორჩეული მეგობრობაში, ძმაკაცობაში, თამადობაში, ყველაზე დიდი და ბევრი სიყვარულის ნიჭი ჰქონდა.
„გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო, ქართული კულტურა, ერთგულები იყავით ტრადიციებისა, გესმოდეთ, რომ ეროვნული ნიშნის დაკარგვა, ადამიანური ნიშნის დაკარგვას ნიშნავს. უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, თავდადებული ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ ფანტასტიკური და ულამაზესი სამშობლო გვაქვს, თუმცა განუწყვეტლივ მას ზიანს და ტკივილს ვაყენებთ. ვიყოთ ერთგულები და თავმდაბლები“, - ამბობდა გიგა ლორთქიფანიძე.
გიგა ლორთქიფანიძე „იმედის დილის“ გადაცემის რუბრიკაში „პირადი ისტორიები“ გაიხსენეს.
ასევე დაგაინტერესებთ: