ტელეწამყვანი და მოდელი მარიამ სანოგო ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ორსულობასა და მშობიარობაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, ფეხმძიმობის პერიოდში მან 50 კილო მოიმატა:
„როცა უკვე სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, მარიამ, ეს ის სხეული არ არის, რასაც მიჩვეული ხარ, 50 კილო მოვიმატე, უზარმაზარი ვიყავი, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი ამ წონის მატებას.
აი, რამე თუ იყო, რისიც ცხოვრებაში მეშინოდა, იყო მშობიარობა.
სამედიცინო შეცდომებიც იყო დაშვებული. 20 საათზე მეტი დამჭირდა მშობიარობისთვის“, - ამბობს მარიამ სანოგო.
მარიამ სანოგო არის ცნობილი ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ბლოგერი. იგი საზოგადოებამ თავდაპირველად სამოდელო სფეროდან გაიცნო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და ეგზოტიკური გარეგნობის მქონე მულატი მოდელი საქართველოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ზუსტად დროულად ვიპოვე ჩემი ადამიანი“ - რუსკა მაყაშვილი 40 წლის გახდა