საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილი გამოიკითხა. მისი თქმით, ნეკა დოროყაშვილი ალიმენტის სახით 18 000 ლარს და უძრავი ქონების გადაფორმებას მოითხოვდა.
„ნეკა დოროყაშვილის ითხოვდა ყველანაირი უძრავი ქონების გადაფორმებას. ნიკაც დათანხმდა, რომ პროვოკაცია და რამე რომ არ ყოფილიყო.
500 ათას დოლარს ითხოვდა, ვაკეში სახლს თავისი პარკინგებით და შემნახველებით, მცხეთის ქუჩაზე სახლს რა სახლიც აჩუქა ნიკა ლუკას მაგ სახლს ითხოვდა, გოგებაშვილის ქუჩაზე კომერციულ ფართს, პარკინგს და ყოველთვიურად ითხოვდა 18 000 ლარს ალიმენტს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ თენგო ბასილაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები