Digest Logo

🎥 „72 წელი ველოდი ამ ამბავს“ - ქართველი გულშემატკივრების ემოციები - ყველაზე ემოციური ღამე საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში

1719488121
ფეხბურთის ღამე

26 ივნისის საღამო და 27 ივნისის ღამე ქართველებისთვის დაუვიწყარი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ არა მარტო ჩვენი ქვეყნის საზოგადოება, არამედ მსოფლიო აალაპარაკა.

ქვეყნის ყველა ქალაქში ისტორიული თამაშის შემდეგ მოქალაქეები გულანთებულები ქუჩაში გამოდიოდნენ და ერთმანეთს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავდნენ. ამ ღამეს არავის ეძინა, დიდსა თუ პატარას ჯერ ფეხბურთის ყურებისას არ მოუხუჭავთ თვალი, შემდეგ კი გამარჯვებით გამოწვეულმა ემოციებმა არ მისცათ ამის საშუალება.

ეს ყველაფერი კი ქართველმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, მათი დამსახურებით ჩვენი ხმა მსოფლიოს გავაგონეთ, სიყვარული კი ყველას დავანახვეთ.

26 ივნისის საღამოს დაწყებული თამაში თავიდანვე წარმატებულად დაიწყო საქართველოსთვის, საბოლოოდ კი ჯვაროსნებმა ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუს და მის გუნდს მარცხი აწვნიეს.

2:0 ასეთია საქართველო - პორტუგალიის მატჩის შედეგი, რომელიც ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა მშვენიერი და ძლიერია გამარჯვებული საქართველო...“ - გია მურღულია ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

⭕ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

⭕CNN: გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში