Digest Logo

„8 ოპერაცია გადავიტანე, ძლიერი ვერ გამოვდექი, დამშალა ამდენმა განსაცდელმა“ - რას ამბობს რუსა მორჩილაძე

1753807825
რუსა მორჩილაძე

რუსა მორჩილაძემ არც თუ ისე მარტივი ცხოვრება გამოიარა, მაგრამ განვლილ განსაცდელებზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ ყოველთვის ცდილობს, თავი აარიდოს. მიიჩნევს, რომ იღბლიანია და წინასწარ არასდროს არაფერს გეგმევს.

– მიუხედავად იმისა, რომ ლაღი და ბედნიერი ქალის იმიჯი გაქვს, ბევრმა არ იცის, რომ საკმაოდ მძიმე ცხოვრება გქონდა. როდის იყო ყველაზე რთული პერიოდი?

– ბოლო წლებია, სულ რთული პერიოდი დგას ჩემს ცხოვრებაში და აღარ დამთავრდა. სირთულეში ბევრ რამეს ვგულისხმობ, ათასნაირ ფიზიკურ თუ სულიერ განსაცდელს. მათ შორის, სმენის პრობლემა. ამაზე საუბარი, არც მინდა. წარმოიდგინეთ, 8 ოპერაცია გადავიტანე და ახლობლები მეხუმრებიან: შენ, მგონი, ორგანოებით ვაჭრობო (იცინის). პრობლემები იყო, პრობლემები არის, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. მეგონა, უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ. 55 წლის ვარ და დამშალა ამდენმა განსაცდელებმა, ძლიერი ვერ გამოვდექი. საბედნიეროდ, ახლა არა მიშავს და ცუდზე საუბარი არ მინდა. არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი და ადამიანებისთვის ნეგატივის გაზიარება. მინდა, ყველასთვის ღიმილიანი და პოზიტიური რუსა ვიყო.

– ახლა რომ უკან დაგაბრუნონ, რას შეცვლიდი, თუ იმავე გზას გაივლიდი, რაც შენი გასავლელი და ბედისწერა იყო, დაბადების მომენტში რომ შუბლზე დაგეწერა?

– ახლა რომ უკან დამაბრუნოთ, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი, უფრო ჭკვიანურად და ფრთხილად გავივლიდი ცხოვრების გზას. შეიძლება, ბევრმა თქვას, რა გინდა, ჭკვიანურად გაიარე შენი გზაო, მაგრამ მე ხომ ჩემს თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს. სხვისი თვალით დანახული შენი ცხოვრება, სულ სხვაა. ზოგადად, ჩემი თავის მიმართ კრიტიკულიც ვარ. იცით, სიფრთხილეში რას ვგულისხმობ? მთელი ახალგაზრდობა ძალიან აფექტური ვიყავი და ეს არასდროს მადგებოდა. ახლა ასეთი აღარ ვარ, ემოციების მართვა ვისწავლე და ეს გამოცდილებამ მომიტანა, ცხოვრების გზაზე ბევრ რამეს სწავლობ. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლა შეუძლია, თუმცა ჩემს შეცდომებზეც ბევრი მისწავლია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმსახურებ... ძალიან მაგარია“ - შორენა ბეგაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს

„დილის ჩიტი“ - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე პატარა მატილდეს ფოტოებს გვიზიარებს

„მზის სხივებზე მოლივლივე ყვითელი თავთავები თითქოს ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ...“ - მზესუმზირას ბაღი გიორგი ნიკოლავას ფოტო ობიექტივში

წყარო: tbiliselebi.ge