
ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ, შთამბეჭდავ კადრებს მზესუმზირას სამოთხიდან ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ გთავაზობთ:
„სრულიად მოულოდნელად ამ ზღაპრულ სილამაზე აღმოვჩნდი. ნადარბაზევის ტბასთან 70 ჰექტარზე გადაჭიმულ მზესუმზირას ბაღში საოცარი სურნელი ტრიალებდა, მზის სხივებზე მოლივლივე ყვითელი თავთავები ჰაერში, თითქოს ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
ყოველი ნაბიჯი იმედის და სიხარულის მარცვლებს ჰგავდა. ფრთხილად მივდიოდი მზესუმზირებს შორის, თითქოს დრო შეჩერებულიყო და მხოლოდ სითბოსა და სურნელით გაჟღენთილ სივრცეში დავაბიჯებდი , მოულოდნელად ცაზე მოკრძალებული ცისარტყელა გამოისახა...
ნახეთ. სანამ ყვავის... თუ მოგეწონათ ფოტოები, დატოვეთ კომენტარი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიყვარს ვინტაჟური მანქანები“ - კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს