Digest Logo

„დილის ჩიტი“ - ლევან ქარაზანიშვილის მეუღლე პატარა მატილდეს ფოტოებს გვიზიარებს

1753803576
ლევან ქარაზანიშვილი

ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა.

წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. 

მისი ამჟამინდელი მეუღლე ქეთი ძიგუაა. მათ ოფიციალურად 2021 წელს იქორწინეს, 2022 წელს კი პირველი საერთო შვილი, მატილდე შეეძინათ. ქეთი და ლევანი ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ, ლევანი კარდიოქირურგი, ხოლო ქეთი ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. როგორც ქეთი განმარტავს, წყვილს შორის 28-წლიანი სხვაობა ქორწინებისა და ურთიერთობისთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მათ დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ.

ამჯერად წყვილი სოციალურ ქსელში პატარა მატილდეს ფოტოებს გვიზიარებს.