მსახიობი ლელა მებურიშვილი მაყურებელს ლონდონის დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება: ბუკინგემის სასახლიდან მეფე ჩარლზთან შეხვედრის ისტორიამდე.
იგი გვიამბობს, რა უთხრა პირადად ბრიტანეთის მონარქმა, გაგვაცნობს ჯეიმს ბონდის ფილმის ვარსკვლავს, ქართული ფესვების მქონე მარიამ დაბოს და მის გამორჩეულ ისტორიას, ბოლოს კი ლონდონის თავზე, გამჭვირვალე მინის აუზის სილამაზესაც გვანახვებს:
„ლონდონში ვარ, ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. მინდა დაგათვალიერებინოთ ლონდონი, ასევე ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა გაგაცნოთ მარიამ დაბო, ქართული ფესვების მქონე ცნობილი მსახიობი და გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი, რომლისგანაც მოვისმენთ ძალიან საინტერესო ისტორიებს.
გრანდიოზული ფასადის მიღმა ისეთი ისტორიები იმალება, რომელთა შესახებაც ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს. მოვახერხე და ჩარლს მესამე და პრინცი ვილიამი გავიცანი.
თითქოს ფილმში ხარ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუზეუმი. ეს აუზი ხელოვნების ნიმუშია და როცა ასეთ უზარმაზარ ქალაქში ხარ, როგორიც ლონდონია, არ არის ადვილი.

ლონდონში თუ მოხვდებით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მოხვიდეთ და ნახოთ ბუკინგემის სასახლე. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. გარედან ძალიან ლამაზია, თუმცა გეტყვით, რომ წელიწადში ერთხელ, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, შეგიძლიათ შიგნითაც შეხვიდეთ, ხსნიან კარს და შეგიძლიათ დაათვალიეროთ. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე ვიყავი შესული, დავათვალიერე სასახლის დარბაზები და ასევე გავიცანი მეფე ჩარლზი და პრინცი ვილიამი.
წინასწარ ძალიან ვემზადებოდით, მინდოდა, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა, არაფერი არ შემშლოდა, ეტიკეტის მიხედვით ჩამეცვა, მოვმზადებულიყავი სწორად, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ძალიან მსუბუქი და თავისუფალი გარემო დამხვდა. გვესაუბრებოდა ყველა, როგორც მეგობარს და მიხარია, რომ მეფესთან საუბრის დროს მეფემ აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან უნდა ჩამოსვლა და ველოდებით, ძალიან მაგარი იქნება.
ბუკინგემის სასახლე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა. მისი ფასადი და ცნობილი აივანი, სადაც სამეფო ოჯახი გამოდის ხოლმე სამეფო ცერემონიების დროს, ყველას უნახავს, მაგრამ ამ გრანდიოზული ფასადის მიღმა ისეთი ისტორიები იმალება, რომელთა შესახებაც ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს. ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა სასახლეში შიგნით შევსულიყავი და თქვენც დაგათვალიერებინებთ და მოგიყვებით მის შესახებ.

წარმოიდგინეთ შენობა, სადაც 775 ოთახია, 1500-ზე მეტი კარი, 350-ზე მეტი საათი, რომელთა მოვლაზეც სპეციალური პერსონალია პასუხისმგებელი. სულ სასახლეში მუშაობს 800-მდე ადამიანი. ეს უკვე სასახლე აღარ არის, ეს პატარა ქალაქია, რომელიც ერთი ოჯახის გარშემო ფუნქციონირებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
სასახლის ქვეშ არსებობს გვირაბების სისტემა, რომლის შესახებაც მრავალი ლეგენდაა გავრცელებული. ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, მიწისქვეშა გასასვლელები სასახლეს ლონდონის სხვა მნიშვნელოვან შენობებთან აკავშირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ყველა დეტალი საჯაროდ არასოდეს გამხდარა ცნობილი, მსგავსი ისტორიები დღემდე აჩენს უამრავ კითხვას. სასახლეს აქვს ულამაზესი შიდა ეზო და ბაღი, სადაც სამეფო ოჯახი სეირნობს ხოლმე და ატარებს დღეებს, თუმცა ყველაზე დიდი საიდუმლო თავად კედლებში კი არა, იქ მცხოვრებ ადამიანებში იმალება.
სამეფო ოჯახის წევრებს ხშირად ფუფუნებით სავსე ცხოვრებას უკავშირებენ, მაგრამ რეალობა გაცილებით რთულია. მათი ყოველდღიურობა მკაცრი პროტოკოლებითაა განსაზღვრული. ზოგჯერ ისიც კი, თუ როგორ უნდა მიესალმო სტუმარს, სად უნდა დადგნენ ფოტოს გადასაღებად ან რა თემაზე შეიძლება ისაუბრონ საჯაროდ წინასწარ არის განსაზღვრული.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ერთი სიტყვა ან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჟესტი რამდენიმე წუთში მსოფლიო მედიის მთავარი თემა ხდება. წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გამუდმებით გიყურებს და გაკვირდება.
ვფიქრობ, სწორედ ამ წნეხის მსხვერპლი აღმოჩნდა ყველასთვის საყვარელი პრინცესა დაიანა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ლონდონში ძალიან საინტერესო გამოფენას ვწვეოდი“, - ამბობს ლელა მებურიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: