ალერგიული რეაქციები ყოველთვის მხოლოდ მსუბუქი გამონაყრითა და ქავილით არ შემოიფარგლება. ზოგჯერ ისინი გაცილებით მძიმე ფორმით ვლინდება და ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ალერგიული რეაქციის სამ მნიშვნელოვან ფორმაზე, ჭინჭრის ციებაზე, კვინკეს შეშუპებასა და ანაფილაქსიურ შოკზე.
ექიმი გვიხსნის, რა იწვევს ამ მდგომარეობს, როგორ ამოვიცნოთ საფრთხის ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცეთ გადაუდებელ სიტუაციაში:
„ჭინჭრის ციება იმიტომ ჰქვია, რომ კანის ზედაპირიდან ამოწეული გაწითლებული, როგორც ჭინჭარი დაგსუსხავს, ეგეთი ტიპის ელემენტები ჩნდება კანზე. ძალიან ხშირი ხშირი დაავადებაა, ხშირად არის გამოვლინება და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მათ შორის მწერის ნაკბენზე. ეს არის ანთებითი პასუხი ორგანიზმის რაღაცა ტრიგერზე, რაღაცა გამაღიზიანებელ ფაქტორზე და უნდა ვიცოდეთ, რომ არის ორი ტიპის, ეს არის მწვავე და ქრონიკული, ნუ კრიტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რომელია. მწვავე არის, რომ ექვს კვირაზე ნაკლები პერიოდით გრძელდება, თუ ექვს კვირას ასცდა ეს არის უკვე ქრონიკული ურტიკარია და აქ, გარკვეულწილად რაღაცები იცვლება.
ანგიოკვინკეს შეშუპების დროს შეიძლება შეშუპდეს თვალები, ტუჩი შორს წასულ შემთხვევებში შეიძლება სასუნთქი გზების შეშუპებაც მოხდეს“, - ამბობს ზაზა თელია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: