Digest Logo

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ჟურნალისტი ინგა მებონია გარდაიცვალა

1793179681
ინგა მებონია

ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს თანამშრომელი ინგა მებონია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

სამძიმრის წერილში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტის ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო.

მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს.

მან რადიომაუწყებლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა - მუშაობდა რა სხვადასხვა რედაქციაში, ყოველთვის სანიმუშო პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით ემსახურებოდა საზოგადოებას.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კონტაქტის“ ავტორი და წამყვანი.

მის გადაცემებში ყოველთვის იგრძნობოდა განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და მუდმივი მცდელობა, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თემები მიეწოდებინა.
ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი - ის იყო ჩვენი გუნდის საიმედო მეგობარი, თბილი, გულისხმიერი და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც თითოეულ კოლეგას მხარში ედგა. მისი ყოველი დღე სამსახურში იწყებოდა ღიმილითა და სითბოთი, რომელიც კოლექტივში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

აჭარის რადიოს კოლექტივი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს ძვირფას თანამშრომელს. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე - აჭარის რადიოს მატიანეში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ჟურნალისტურ საზოგადოებას“, - წერია სამძიმრის წერილში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოჭრილი თმით დაგრძელება ამოვიღეთ, მას 60-ზე მეტი ბაქტერია აქვს“ - რას ჰყვება ნატალია თოლორაია

⭕როგორი იქნება 2027 წელი ცხენის, თხის, მაიმუნის, მამლის, ძაღლის და ტახის წელში დაბადებულებისთვის - პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„ამ კვირაში გამარჯვებული ის, ვისაც სიტყვების მართვა შეუძლია!“: როგორ გამოვიყენოთ მიმდინარე პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ? რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

✕