ნატალია თოლორაია არის ბიზნესლედი, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი. იგი საქართველოში სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს ერთ-ერთი პიონერია.
მან პოდკასტში Beauty Talks თმის დაგრძელების პროცედურაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოჭრილი თმის შეთავაზება მომხმარებლისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან მასში ძალიან ბევრი ბაქტერია არსებობს:
„თმების დაგრძელება იყო მოდაში, 90-იან წლებში ჯერ მე თვითონ ვისწავლე, მერე ჩამოვიტანე და ის პერიოდი ასე ვაგრძელებდით თმას.
მერე, სამწუხაროდ, საქართველოში შემოვიდა ტენდენცია, მოჭრილი თმით კეთდებოდა დაგრძელება, რაზედაც უარი ვთქვი და აღარ გავაგრძელე ამ პროდუქტის შექმნა. ჩვენ ყველაფერი იტალიიდან ჩამოგვქონდა.
განა ის, რომ იტალიური თმები იყო მხოლოდ, იქ არის ქარხანა, სადაც ყველა ეს თმა სპეციალურად მუშავდება და შემდეგ ჩამოდის ეს დამუშავებული თმა. ყველა ამ მოჭრილ თმაში შესაძლოა იყოს ძალიან ბევრი, 60-ზე მეტი ბაქტერია, რაც არ არის სასურველი. ეს ცოდნა გაძლევს საშუალებას იცოდე, რა შესთავაზო და რა არ შესთავაზო მომხმარებელს. ეს რომ არ მცოდნოდა, შესაძლოა მეც იმავენაირად გამომეყენებინა“, - ამბობს ნატალია თოლორაია.
ასევე დაგაინტერესებთ: