Digest Logo

„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე. და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1688533784
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ადამიანის რაობის შესახებ და ამ თემაზე დაწერილ ლექსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე. და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.

ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ უდრის, რადგან სინდისი სიტყვაა ანგელოზთა სახელმძღვანელოდან, ადამიანთა წიგნში შემთხვევით მოხვედრილი.

ადამიანის არის ამოცანა, დედამიწის დაფაზე მეზობელი ოთახიდან ნათხოვარი ცარცით დაწერილი. არავინ იცის რა იწერებოდა ამ ცარცით მეზობელი ოთახის დაფაზე და კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს.

და ადამიანი უდრის მომდევნო ადამიანს, რომელიც დაფასთან გამოდის და წინა ადამიანის ამოცანას შლის.

ადამიანი უდრის ქარს.
ადამიანი უდრის წვიმას.
ადამიანი უდრის მზეს.
ადამიანი უდრის მთვარეს.
ძაღლს ვერ უდრის ადამიანი.
ვერც თოლიებს უდრის, რომლებიც ორ ლურჯ ფურცელს შორს ზოლად გაფენილან სარჩევივით,
ორ ლურჯ ფურცელს - ცასა და ზღვას შორის.
და ვერც ციცინათელას უდრის,
რადგან ციცინათელას არ აქვს მიზეზი ანათებდეს და ანათებს,
ლამაზი იყოს და ლამაზია,
კვდებოდეს და კვდება.
ციცინათელა უმიზეზოა, ადამიანი - არა.
#ახალისიმღერები
მათემატიკის სიმღერა
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“,- წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔵 „მოვდივარ და დამხვდი იცოდე... აეროპორტში გელოდები...“- გეგუთთან ავარიისას დაღუპული ბიჭის ემიგრანტი დედის სულის შემძვრელი პოსტი

🔵 „რა მწარე ხარ, არ მხვდები, არც შენი ცხედარი მხვდება რომ ჩაგეხუტო...“ - გეგუთთან ავარიისას დაღუპულ გოგონას ემშვიდობებიან

🔵 „შენ მოგიკვდი... რატო დამტოვე ლაშუუ, ძალით არ გინდოდა ვიცი“ - გეგუთთან ავარიის დროს დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემოციური პოსტით ემშვიდობება