Digest Logo

🎥 „ადამიანმა უნდა აპატიო შენს თავს გამოხტომები, ისტერიკა და აი მაშინ დაამყარებ დიდ ჰარმონიას საკუთარ თავთან “ - ნანიკო ხაზარაძე

1738316790
ნანიკო ხაზარაძე

„ცხოვრებისეულმა ტკივილებმა და ბევრმა სტრესმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ. უკან ვიხედები და კმაყოფილი ვარ. ბავშვობიდან ჩემი ოთახი არ მქონია, პირველად მომეცა საშუალება ჩემი ბუდე მომეწყო. ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში გვიან მოხდა, გარდატეხის ასაკიც კი, გვიან დავღვინდი 40-ის მერე“, - ნანიკო ხაზარაძის „მარტოობის 15 წუთი“ ნანკა გვარის საავტორო გადაცემაში.

მისი თქმით, ნახევარი საუკუნის შემდეგ რომ უკან იხედება, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია.

კითხვაზე, რთულ პერიოდებს უმკლავდება, ასე პასუხობს:

„უცნაურობა მჭირს, ფიზიკურად, არასოდეს ავად არ ვყოფილვარ. სიცხე არ ვიცი რას ნიშნავს, ან ცუდად ყოფნა. აი მენტალურად კი მქონდა პრობლემა, 21 წლის ასაკში „დავიკარგე“. შეტევები მქონდა პანიკური, წნევები ძალიან ახლოს მქონდა, 120/135-ზე. დედაჩემმა ექიმთან გამაქანა, და მითხრა მან, არაფერი არ დაგემართება შენო - ამ სიტყვებმა მიშველა და გადამარჩინა. სამი თვე ვიყენებდი წამლებს. მეორე დარტყმა კი 33 წლის ასაკში მქონდა. მანდაც წამლებით გამოვედი. ჩემზე გარემო არ მოქმედებს, უბრალოდ ჩემთვის ყველაზე დიდ მტერია პოსტტრავმული დარტყმა, მაგრამ ვისწავლე ჩემი ემოციების მართვა, ადამიანმა უნდა აპატიო შენს თავს, გამოხტომები, აპატიო ისტერიკა და აი მაშინ დაამყარებ დიდ ჰარმონიას საკუთარ თავთან “, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.