„ცხოვრება თეატრივითაა, ორ ნიღაბს ვირგებთ ხან ვიცინით, ხანაც ვტირით, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დედამ მითხრა ეს სიტყვებია: „ადამიანს ლხინი რომ ექნება მიულოცე, ჭირში კი მიუსამძიმრეო “, - ამის შესახებ მსახიობმა ჯანო იზორიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ სტუმრობისას ისაუბრა.
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. სწორედ გადაცემა მსახიობის მოგონებას ეძღვნებოდა მშობლიურ კუთხეზე: აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, ტკბილი მოგონებები დედასთან და კავშირი ოტობაიასთან, რომელიც დღემდე ძლიერია.
ნახეთ ვრცლად სიუჟეტი: