რა განსაკუთრებული ძალა აქვს ბოდიშს და დროის უკან გადახვევა რომ შეეძლოთ ვის მოუხდიდნენ ბოდიშს შემთხვევით შემხვედრები? - აღნიშნული კითხვა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, ზაკ მირიანაშვილმა მოქალაქეებს დაუსვა და საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მიიღო:
„პირველ რიგში ბოდიშს მამაჩემს და დედაჩემს მოვუხდიდი თუ რამე ვაწყენინე. მეტი მგონი არავისთვის მიწყენინებია. სულიერად უნდა იყო ადამიანი, რომ თუ რაღაც შეცდომა დაუშვი, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოს. უცებ კაცი ვერ აანალიზებს , რა შეცდომას უშვებს და ზოგჯერ გვიანია. კარგი სიტყვაა ბოდიში. წესით თუ გულწრფელად მოიხდი ბოდიშს, არა მგონია მეორედ დაუშვა ეს შეცდომა“,- ამბობს პირველი რესპონდენტი.
„მართლა ჯადოსნური სიტყვაა. თუ საბოდიშო არ არის არ უნდა მოიხადო მაგრამ ეს შენი მხრიდან როცა გრძნობ, რომ რაღაც ვერ გააკეთე უნდა მოიხადო. მე ყველას მოვუხდი ბოდიშს ვისაც ვაწყენინე“, - აღნიშნა კიდევ ერთმა გამვლელმა.
„ყველას მოვუხდიდი ბოდიშს ვისაც ნებით თუ უნებლიედ გული ვატკინე. ბოდიში ფორმალური თვალსაზრისით ეთიკის ნაწილია. დღეს მშობლის დაბადების დღეა და მინდა ახლა საფლავზე ავიდე და ბოდიში მოვუხადო“, - უთხრა ჟურნალისტს კიდევ ერთმა მოქალაქემ.
„ახალგაზრდებს მინდა ბოდიში მოვუხადო, მე და ჩემი ასაკის ხალხმა. ვერაფერი კარგი ვერ დაგახვედრეთ შვილო“, - ამბობს მორიგი რესპონდენტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: