საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს საბა საზონოვს მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა - ამის შესახებ ემპოლის ოფიციალური გვერდი იუწყება.
22 წლის ცენტრალურმა მცველმა დაზიანება ემპოლის ვარჯიშზე მიიღო, როდესაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. სამწუხაროდ ქართველ ფეხბურთელს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. საზონოვი ტრავმის გამო, მინიმუმ 6-8 თვეს გამოტოვებს.
საბა საზონოვი ემპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ის ტორინოდან იჯარის წესით გადმოვიდა. ქართველ ცენტრალურ მცველს ტოსკანურ კლუბში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
Forza Saba 💪
— Empoli Football Club Official (@EmpoliFC) September 26, 2024
Empoli Football Club comunica che il calciatore Saba Sazonov è stato sottoposto ad intervento di ricostruzione legamento crociato anteriore del ginocchio destro, lesionatosi nel corso di una seduta di allenamento delle scorse settimane.
👉 https://t.co/q8j39nwuYb pic.twitter.com/KzphhcrOpm
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „კარგი სიტყვაა ბოდიში...“ - რა განსაკუთრებული ძალა აქვს ბოდიშის მოხდას?