Digest Logo

„ადრე მესამე სართულიდან გადახედვისაც მეშინოდა და ახლა ბათუმში 30-ე სართულზე მაქვს ბინა“ - ლევან წვერავა

1778083567
დუეტი ლეონი

ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური დუეტი „ლეონი“ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მათი გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს საზოგადოებაში.

ლევან წვერავა ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

„ზოგადად, არ ვარ მშიშარა ადამიანი. უფრო ფობია მახსენდება. შიში შეიძლება, საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას უკავშირდება. გინდა, საყვარელი ადამიანები დიდხანს გყავდეს გვერდით. ზოგადად, ამ კუთხითაც ოპტიმიზმია ჩემში და შიშით არაფერს ვუდგები, ეს რთულ მომენტებშიც ძალიან მეხმარება. შეიძლება, პირიქით, ასეთ დროსაც სხვა გავამხნეო. ფობიას რაც შეეხება, სიმაღლისა და ლიფტის ფობია მაქვს. ამასაც როგორღაც ვუმკლავდები. უკვე აღარც მეშინია. ადრე მესამე სართულიდან გადახედვისაც მეშინოდა და ახლა ბათუმში 30-ე სართულზე მაქვს ბინა, სადაც ფეხით ნამდვილად ვერ ახვალ (იცინის). ალბათ, როცა ამ ბინას ვყიდულობდი, ჩემს ფობიებზეც ვიფიქრე და საკუთარი თავი გამოვიწვიე. ამ გადაწყვეტილებით ორივე შიშს ვძლევ. საბედნიეროდ, თვითმფრინავის შიში არასდროს მქონია, მაგრამ სახურავის თავზე თუ ვარ, ნაპირთან ნამდვილად არ მივალ.

ჩემი გაკეთებული ყველა ის საქმე, რომელიც ადამიანებს წასდგომიათ. სწორ დროს გამოვჩენილვარ ვინმეს გვერდით; ჩემს შემოქმედებაში გამიკეთებია რაღაც ისეთი, რაც სწორად მისულა მსმენელთან; ისე გამიკეთებია სიმღერა, რომ ავტორსაც ძალიან მოსწონებია – ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაბედნიერებს“, - ამბობს ლევან წვერავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ცრემლი ვერ შევიკავე, როდესაც ჩემი შვილი დავინახე“ - რას იხსენებს ლევან წვერავა

⭕ „კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა

⭕„ჩემი სილამაზე გოგო“ - მარიამ სანოგო საფრანგეთში მოგზაურობს