Digest Logo

აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

1682065497
გალიგალიგალი

„მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ“, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ აცხადებენ, გალის რეგიონში კვლავ გამოწვევად რჩება იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის“ საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. 

„გალის რეგიონში კვლავ გამოწვევად რჩება იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის“ საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. 2023 წლის დასაწყისიდან, გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5 წლიანი მოქმედების ვადა ამოეწურა. საჭირო დოკუმენტები გალის მოსახლეობის ნაწილმა 2022 წლის ბოლოს ჩააბარა.

გადაადგილების დოკუმენტის სანაცვლოდ, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური ითხოვს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურებას. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტებისთვის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის.

მოსახლეობის ეს ნაწილი 2023 წლის 1 მარტს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და შეატყობინეს, რომ გადაადგილების დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადამოწმდება, ხომ არ ეწევიან თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობას.

გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, გადაადგილების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს და შედეგად იწვევს გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „იმან ნაღდად დალოცა?... რა „დალოცა“ ეგეთი იმ ფეხზე ცხვარგამობმულმა, ბიძი?“ - ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მარცხი პატრიარქთან შეხვედრას დაუკავშირეს

🔵 „ხელები შორს კვარაცხელიასგან! - თუ ამ საღამომდე მოვედით, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

🔵 „სადაც წავიდა ყველაფერი მოიგო და ბოლოს მაინც საქართველოში ბრუნდებოდა, ყოველთვის! - რატომ ვერ ისვენებენ ეს ვაი პატრიოტები?“ - რუსკა ბუზიაშვილი