Digest Logo

„აგენტი“, „რუსული“, ეს ისეთი რაღაცაა, რაც თვითონ არიან - რუსეთუმე უნდა გვეძახონ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთთან შეხებაც კი არა გვაქვს, ნამყოფიც არა ვართ... თვითონ ფულიც ერიცხებათ, დადიოდნენ კიდევაც, ცეკვავდნენ კიდევაც, მღეროდნენ კიდევაც“- ლაშა ბასლანძე „გამჭვირვალობის კანონზე“

1712927797
ლაშა ბასლანძე

„რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ ყველამ ყველაფერი. თუ გვინდა ევროპა, უნდა იყოს გამჭვირვალე, მაგრამ ვინც ამ კანონს აპროტესტებს, მათთვის გამჭვირვალე არასდროს არაფერი ყოფილა და ისინი ცენზურისთვის არიან გაჩენილები. ჩემი აზრით, ყველანაირად უნდა გავიტანოთ ეს კანონი ბოლომდე ყველამ ერთად“,- ასე ეხმაურება პროდიუსერი ლაშა ბასლანძე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„აგენტი“, „რუსული“, ეს ისეთი რაღაცაა, რაც თვითონ არიან - ეგ არის ფსიქოლოგიური მომენტი, იმას უყვირიან, რასაც აშავებენ. ეგ უკვე ბევრი წელია ყველამ გავიგეთ, ვინ ვინ არის და რა რა არის. რუსეთუმე უნდა გვეძახონ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთთან შეხებაც კი არა გვაქვს, ნამყოფიც არა ვართ. თვითონ ფულიც ერიცხებათ, დადიოდნენ კიდევაც, ცეკვავდნენ კიდევაც, მღეროდნენ კიდევაც და რა ვიცი, უკრაინის ომის მერე თუ გახდა რუსეთი მტერი და მანამდე არ ყოფილა?!

სოხუმელი ვარ და დაბადებიდან მტერია რუსი, განა არ ვიცი?! სადღაც ხომ არის სამართალი. ვიღაცამ ჰო უნდა თქვას ეს თეთრია, ეს შავია. მე ვამბობ, თეთრი თეთრია, შავი შავია და ისინი გვტენიან რაღაც ფერად ფერებს და ამიტომაც უნდა გავიტანოთ ბოლომდე“, - განუცხადა „დაიჯესტს“ ლაშა ბასლანძემ.

რაც შეეხება თეატრის სცენიდან გაჟღერებულ პოლიტიკურ განცხადებებს, ბასლანძის თქმით აღნიშნული ქმედება მისთვის მიუღებელია.

„მეპურემ უნდა აცხოს პური და მესმის, შეიძლება, გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, როცა ტელევიზიაში დაპატიჟებდნენ და რამე ტოქშოუში იქნება და აი, მე რომ ვმჯდარიყავი იმ სპექტაკლზე და მეყურებინა, რაღაცას ვესროდი მაგალითად, „ტეხავს“. ჩემთვის ეგ მსახიობი ნულია და ახლა დოი {დავით დოიაშვილი} რაც იყო, მგონი ყველამ ვიცით და რატომ გაუკვირდა ხალხს, ვერ ვხვდები. დოი ის პიროვნებაა, რომელიც დღევანდელ წყობაშიც შავ სიებს აკეთებს ადამიანებში, ვინ უნდა ათამაშოს სპექტაკლში და ვინ უნდა ამღეროს... დღესაც თავის ტიპები ჰყავს, ვინც ცოტა ისეთია, ნეიტრალური, იმათ არ აკარებს სცენას. დოი არის მოგონილი ცენზურისთვის და რატო უკვირს ხალხს, ვერ ვხვდები?!“,- ამბობს ბასლანძე „დაიჯესტთან“.

ამავე თემაზე: 

⭕ „არ მესმის და ვერ ვიგებ, რატომ გინდა შენი საქმიანობა და შემოსავლები დამალო? კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში და ვინ საიდან ფინანსდება… დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ! დიახაც, ჩვენი მომავალი ევროპაშია“ - ზურა ხაჩიძე „გამჭვირვალობის კანონზე“

⭕ „თუ იმისთვის არიან {ენჯეოები}, რომ შეუშალონ ხელი სახელმწიფოს, უნდა კონტროლდებოდნენ“ - ზურა ყიფშიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“

⭕ „სპექტაკლის შემდეგ მსახიობი ჯერ კიდევ არ არის როლიდან გამოსული და სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია“ - ანრი ბიბინეიშვილი