Digest Logo

აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

1759165310
რუსთველიუს გამზირი

დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩასთან არსებული სახიდე გადასასვლელის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„უსაფრთხოების მიზნით, 30 სექტემბრიდან სამი ღამის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება „თბილისი მოლიდან“ თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ე.წ. ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ერთი ფინჯანი ყავა $680-ად - სად იყიდება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა?

🎥 სოსისები, ძეხვები, “ნაგეთსები” - როგორ მივხვდეთ, რომელია უსაფრთხო? - ირაკლი არაბულის რჩევები

⭕ „კაშკაშებ...“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს