Digest Logo

🎥 „აღმოჩნდება, რომ მე რაც მომწონს თქვენც გიყვართ...“ - ბადრი ვადაჭკორიას ცხოვრების და შემოქმედების გზა

1748172028
ბადრი ვადაჭკორია

ქალაქ ლანჩხუთში დაბადებულ 77 წლის ცნობილ  ჟურნალისტსა და ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ყველა იცნობს. ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა.

იგი წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტო მემატიანე იყო და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ვადაჭკორია ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.

ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა:

„ფაქტობრივად ასე მოხდა რომ მთლიანად ფოტოხელოვნებაში გადავინაცვლე. ის არავის ახსოვს, არადა ოქროს ფრთის ლაურეატი ვარ. სულ მეკითხებიან პირველი ფოტო თუ გახსოვსო - ვამბობ რომ პირველი ფოტო მაშინაც გახსოვს როცა ბოლოს იღებ. ეს ფოტო არის 68 წლის წინანდელი. 55-56 წლებში გადავიღე პირველი ფოტო. საინტერესოა მეზობლის ბავშვთან ერთად ვარ ა ფოტოში.

მე ვარ ავტორი და გამომცემელი ჩემი წიგნების. 19 კრებულია ჩემი ფოტოებში. მეოცე გამოვა მალე. ჩემთვის ახლაც გატაცებაა ეს პროფესია. მე თუ მკითხავთ, ახლაც ვარ მოყვარული. როცა რაიმე გიყვარს აკეთებ იმას ისე როგორ შენ გინდა. აღმოჩნდება, რომ მე რაც მომწონს თქვენც გიყვართ. ახალგაზრდებს ვურჩევ ბევრი კადრი გადაიღონ“, - ამბობს ბადრი ვადაჭკორია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიმბოლურად უკავშირდება რაღაც ახლის დაბადებას, ახალ იმპულსს...“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

⭕„მადლიერი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან?