ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი, ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა. იგი 11 თებერვალს ოჯახმა, ახლობლებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
კომპანიის თანამშრომლებმა „იმედის კვირაში“ გაიხსენეს მიშოსთან გატარებული უკანასკნელი დრო.
„ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს. ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“.
„როგორც კი მიიღო გადაწყვეტილება, ზუსტად 10 წუთში შემოვარდა ოთახში დაიწყო მომზადება“.
„უნდა გადავუფრინო მთელ საქართველოსო“. ვკითხე, არ გეშინია-თქო? არა რა მეშინიაო“.
„მახსოვს ის სიტყვები, ხუმრობით ამბობდა მეც გავფრინდები შერეკილებივითო“ - ამბობენ კოლეგები.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია - ნახეთ, როგორ ულოცავს ნიცა თავაძე მეუღლეს დაბადების დღეს