
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, აგვისტოს პირველი კვირა ქვეყნის მასშტაბით არასტაბილური ამინდით დაიწყება. მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თითქმის ყველგან ხანმოკლე წვიმა, ხოლო აღმოსავლეთში ნალექი ლოკალური ხასიათის იქნება. ამასთან ერთად, ქვეყნის დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელი იქნება ღრუბლიანი ცა.
სპეციალისტი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ზღვასთან და ღია სივრცეებში ყოფნისას, განსაკუთრებით დღის ცხელ მონაკვეთში.
„აგვისტოს პირველი კვირა საქართველოში არასტაბილური იქნება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმა იქნება და ძირითადად მოღრუბლული ამინდი.
ტემპერატურა +40 გრადუსი აღარ დაფიქსირდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აგრილდება.
მაღალი ტენიანობის და პერიოდულად მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმის გავლენით, სანაპიროზე სიცხე უფრო შემაწუხებელი იქნება ვიდრე სასიამოვნო“, - წერს კობა ფარტენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ბირმინგემში როკის ლეგენდას, ოზი ოსბორნს დაემშვიდობნენ
⭕ „საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“- კობა ფარტენაძის ამინდის პროგნოზი