იტალიური მაფიის ბოსი, რომელსაც 16 წელი ეძებდნენ, პიცერიაში მცხობელად მუშაობდა.
ამ ინფორმაციას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით ეხმაურება.
„შენი ყასაბი“ ხორცის მაღაზიის ქსელი რომ იყო, თუ არის ისევ, „შენი მზარეული“ უნდა რქმეოდა იმ პიცერიას.
დილა დავიწყოთ მაფიოზურად.
ამ ღვაწლმოსილი კაცის გზა მაგალითი უნდა იყოს ქურდული მენტალიტეტის მქონე პირთათვის - შრომა სათაკილო არ არის!
მეფუნთუშეობა მხოლოდ აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს.
აი, ასეთი გახლავთ სწორი ქურდული აღზრდა.
გაუზრდელების და დილეტანტების საყურადღებოდ“,- წერს ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან