Digest Logo

„აი, წესი შევასრულე, ლოცვები წავიკითხე და მზად ვარ ზიარებისთვის — არ ხარ მზად ზიარებისთვის“ - თეოდორე გიგნაძე

1766057428
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„აი, წესი შევასრულე, ლოცვები წავიკითხე და მზად ვარ ზიარებისთვის...
— არ ხარ მზად ზიარებისთვის.
ზიარებისთვის მაშინ ხარ მზად — როცა გულია მზად,
და გული როგორ იყოს მზად — ამის სკოლა არსებობს, ორიათასწლოვანი.
თითოეული სიტყვა რომ გულიდან ამოხეთქლია,
ტკივილთან ერთად რომ ამოდის,
როცა აღარ არსებობს სიზარმაცე უფალთან შეხვედრის მომზადების პერიოდში...
არამედ არსებობს გულმხურვალება,
საღმრთო მოშურნეობა,
გული, რომელიც უარყოფს ქრისტეს ღმერთობას — მე მას სილას გავაწნავ და არ დავუჯერებ,
არ მივიღებ მას,
არ მივცემ მას იმის ნებას, რომ მას არ უნდოდეს ქრისტესთან ყოფნა,
ეს არის ომი და ეს არის ბრძოლა — ჩვეულებრივი.
როდესაც განმარტოვებულხართ და გულში, არა ემოციურად, არამედ ემოციისაგან დაცლილი,
მაგრამ გრძნობისმიერი სურვილი რომ არის, რომ
უფალო, იესო…
და ხმა რომ გინდა, რომ მიაწვდინო,
და პასუხი რომ არ არის....
არ არის პასუხი,
ვერ ძლებ...
ილოცებ,
ვეღარ ძლებ...
კითხვა ხომ გვიჩნდება — რატომ ვერ ვძლებ ქრისტესთან?
რატომ არ მაქვს კავშირი მასთან?
რატომ არ ვიღებ მისგან პასუხს?
გესმით ჩვენ როგორი პრობლემის წინაშე ვდგავართ?!
ჩვენ ეს უნდა გვტკიოდეს...
მე მწამს — ვიცი რომ არის,
მაგრამ მე მას არ ვიცნობ,
მასთან კავშირს ვერ ვამყარებ — ეს ტრაგედიაა ჩვენი....
ამიტომაა ფსალმუნებში ეს ულამაზესი სიტყვები —
„არ მივცემ ჩემს თვალს დახუჭვის საშუალებას,
წამწამებს, რომ დაიძინოს, რული მოეკიდოს,
არ დავწვები ჩემს საწოლზე, სარეცელზე, ვიდრემდის არ ვიპოვი ჩემი უფლის ადგილს...“
ანუ მოსვენებას არ მივცემ თავს — დავით მეფსალმუნე ამბობს, ძილის უფლებას არ მივცემ,
სანამ უფალთან მყოფობის ადგილს არ ვიპოვი...“, - წერს თეოდორე გიგნაძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლეონარდო დიკაპრიოს თქმით „ტიტანიკი“ მეორედ არასდროს უნახავს

🎥 „ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი

🎥 „ორი კვირა დამჭირდა, გამომეყვანა მდგომარეობიდან...სატანური დღეებია“ - ასტროლოგიური პასუხისმგებლობა: სად გადის ზღვარი პროგნოზსა და ადამიანზე ზემოქმედებას შორის?