Digest Logo

ახალი კანონი, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა

1625050627
სათამაშეობი

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ცვლილებები 1 ივლისიდან ამოქმედდება.

რეგლამენტი მოიცავს ბაზარზე არსებული სათამაშოების ვიზუალურ და დოკუმენტურ შემოწმებას.

ქიმიური შემადგენლობის დასადგენად ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, შესაბამისი ზომები ჩატარდება, რაც სხვადასხვა სანქციებს ითვალისწინებს.

„ის ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, დაექვემდებარებიან მითითებას სააგენტოს მიერ.

მითითება შეიძლება იყოს დროებითი რეალიზაციის შეჩერება პროდუქციის, შესაძლოა იყოს ამოღება რეალიზაციიდან, გამოთხოვა უკვე რეალიზებული პროდუქტის მომხმარებლისგან ან განადგურება,“- განმარტავს ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი რატი ობოლაძე.

🔴 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

200-ლარიანი ფულადი დახმარება – ნახეთ, როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

5 ქართველი სელებრითი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს