Digest Logo

200-ლარიანი ფულადი დახმარება – ნახეთ, როგორ უნდა ისარგებლოთ ამ სერვისით

30/6/2021 • 8:01
ფული დახმარება

დაქირავებით დასაქმებულთათვის ივნისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მათივე ცნობით, დღეისათვის, ივნისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით.

„გრძელდება მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდება მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

დღეისათვის, ივნისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200-ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებენ. ცნობისთვის, დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათთვის კომპენსაციის გაცემის ვადა გაგრძელდება, მანამ სანამ არ ამოიწურება სრული 6 თვე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.