ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობენ, საქმეს უფრო ეფექტურად აკეთებენ - ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევრებმა ექსპერიმენტის განმავლობაში ადამიანთა 2 ჯგუფის გონებრივი შესაძლებლობები შეისწავლეს. პირველში ის მოხალისეები გააერთიანეს, რომლებსაც საქმის კეთება დღის განმავლობაში ერჩივნათ, მეორეში კი ღამე მუშაობის მოყვარულები.
კვლევებში მონაწილეობდა 26 000-ზე მეტი ადამიანი. მათ არაერთი ტესტირება გაიარეს, რომლის მიზანი მათი გონებრივი შესაძლებლობების დადგენა იყო.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობენ, დავალებებს 13,5 %-ით უფრო ეფექტურად ასრულებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 22 ივლისი ყველაზე თბილი და მზრუნველი ადამიანების, ბებიების დღეა
⭕„უთქვენობის ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი“ - მუცოს ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა