
ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გადაცემის „სტუმრად პომელში“ სტუმარი იყო, რომელმაც ბულინგზე ისაუბრა.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე ტელეწამყვანმა საკუთარ გამოცდილება გაგვიზიარა:
„ბავშვობის მოგონება არის პურის რიგი, უშუქობა, ქილების ჩაბარება.
დედაჩემია მომსწრე, ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი ხალხს, რომელიც მაღაზიაში შედიოდა და ყიდულობდა შოკოლადს.
ამ გარემოს სკოლის დაუნდობელი გარემო დაემატა, დალაგდა ასე, რომ გაჭირვებული ბავშვები და ისინი, ვისაც საშუალება ჰქონდათ. ჩვენ არც განსაკუთრებული ხელფასი გვქონდა, დედა მზრდიდა მარტო ბებიასთან ერთად.
სკოლაში ყოველი დღე იყო ბრძოლა, მახსოვს, სკოლა რომ დამთავრდებოდა ძალიან ჩქარა მივდიოდი სახლში.
ერთ-ერთი გოგო იყო კლასიკური „ბულერი“, არ დამავიწყდება სცენა, როდესაც ახალი შემოსულია თეთრები, ლარზე ვართ გადასული კუპონიდან და ჯერ კიდევ ვათვალიერებთ. დაჯდებოდა მერხზე, სკამზე ფეხებს შემოდებდა, ააჩხრიალებდა ხურდებს და კლასში მიმოფანტავდა. მე რომელიც ქილების ჩაბარებით ვიღებდი ხურდებს, ის იმ სანუკვარს ყრიდა“,- ამბობს მარიკა ბაკურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რის გამოა ლაშა ღლონტის ოჯახში „განხეთქილება” - რას ჰყვება მომღერალი