
დაკავებულია ქალი, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი {შვილიშვილი} TikTok-ის ლაივში სცემა.
სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.
„ინფო იმერეთმა“ ბრალდებულის შვილი, ანუ დაზარალებული ბავშვის ბებია ჩაწერა, რომელიც ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მცირეწლოვანი სრულ ჰარმონიაში იზრდება:
„დედაჩემის მდგომარეობა კრიტიკულია, მას აქვს ჩიყვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა დამძიმდა, რადგანაც შიმშილობს, არ იღებს საკვებს.
რაც შეეხება ცემას, ექსპერტიზაც ადასტურებს, რომ ცემის არანაირი კვალი არ არსებობს, ამას სასამართლოზე აუცილებლად გამოვიყენებთ.
რაც შეეხება იმ მომენტს, რომ ბავშვთან ერთად იგინება, მოდი, გადავხედოთ კომენტარებს, რა დაუწერეს იმ დროს ნინოს, რატომ გაღიზიანდა უცაბედად დედაჩემი.
ბავშვი იზრდება სრულ ჰარმონიაში, ამას სოციალური სამსახური დაადასტურებს, ასევე ბავშვის ექიმი.
დაკავება ზედმეტი იყო. მოვითხოვ დედაჩემის გათავისუფლებას, თუნდაც გირაოს სახით“, - ამბობს ნათია ნონიკაშვილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1-ელ სექტემბერს დააკავეს. დაკავებულ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართვას.
ასევე დაგაინტერესებთ: