
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე მეუღლესთან კარინა ლისენკოსთან ერთად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებას ახალი, სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.
წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია.
ცნობილია ისიც, რომ კარინა გოგოზეა ორსულად. როგორ ელოდებიან ბავშვის დაბადებას და რა გზას გადის ცოლ-ქმარი ჩვილთან შესახვედრად, ამ ყველაფერზე გადაცემაში ისაუბრეს:
„ახალ სიცოცხლეს მაისში ველოდებით, გოგოა. მაინტერესებს როგორი იქნება მამობა.
როცა გავიგე კარინას ორსულობა, მაგ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი რამე თუ გამიხალისებდა დღეს და ოდნავ კი არა, ისე გამიბედნიერა დღე, რომ ეგეთი ცხოვრებაში არ მქონია. ძალიან გახარებული ვიყავი.
კარინა იყო ქორეოგრაფი, ვდგამდით ცეკვებს და საერთოდ არ ზოგავდა დროს. ბავშვიც ცეკვავს მუცელში, კარინას გაჩერება არ იქნება“, - ამბობს რატი გაჩეჩილაძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=1011520483744667&rdid=IVQgrSnrDWSbxAMy
აგრეთვე დაგაინტერესებთ: