Digest Logo

🎥 „საინფორმაციო ოკეანეში არიან ბავშვები...“ - მასწავლებელი 22-წლიანი გამოცდილებით და ფსიქოლოგი ბულინგზე

1741170724
ბულინგიბულინგი

ტერმინი - ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. „ბულინგი“ სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. თუმცა, არასწორია მოსაზრება, რომ როლური ურთიერთობა „ლიდერი–გარიყული“ მხოლოდ სასკოლო ასაკიდან იღებს სათავეს და უფრო ადრეულ ასაკში მას ადგილი არ აქვს.

არსებობს ბულინგის რამდენიმე სახეობა: 

  • ფიზიკური (დარტყმა, ხელის კვრა, ფეხის წამოდება, ნივთების წართმევას)
  • ვერბალური (შეურაცხყოფა, დაცინვა, მუქარა, არასასიამოვნო ზედმეტსახელის შერქმევა)
  • სოციალური ბულინგი (კლასელებისგან გარიყვა, ჭორების გავრცელება)
  • კიბერბულინგი (სოციალური ქსელებით, მესიჯებით, ონლაინ პლატფორმებით).

კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 30% ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი.  შემთხვევები საშუალო საფეხურის მოსწავლეებში უფრო მეტადაა გავრცელებული. 

მარინა ბედოშვილი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. მას მრავალი წელია მოსწავლეებთან აქვს ურთიერთობა და ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა.

„22 წელია სკოლაში ვარ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გამოხატულება ჩაგვრისა მაგალითად. ვფიქრობ, ვიდრე დავარქმევთ ამას ჩაგვრას და ბულინგს, მანამდე დიდი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ მოვლენა. ყველაფერს ბულინგს ვერ დაარქმევ, ვერც მჩაგვრელობას დააბრალებ. 

დღეს საინფორმაციო ოკეანეში არიან ბავშვები, სადაც N რაოდენობით იღებენ ინფორმაციას. ამ პროცესში ჩვენ, მშობლებთან ერთად სერიოზული თანადგომა გვჭირდება.

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მოსულა მშობელი და უთქვამს ბავშვს მიჩაგრავენ. იმ მჩაგვრელთანაც ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე, ისიც ბავშვია“, - ამბობს მარინა ბედოშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ზამთრის ცივი დღეები მოგონებას ჩაჰბარდება და ახალ ისტორიას გაზაფხულის მშვენიერი კვირტები დაწერს“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

„კოლაგენის დანამატების სახით მიღება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის“ - ზაზა თელია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს

„11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი, მადლობა“ - მარიამ შარმანაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს