
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
მისი თქმით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში მთელს ქვეყანაში უნალექო ამინდი იქნება, დასავლეთში სუსტი ქარი იქროლებს, აღმოსავლეთში კი დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი:
„ამინდის თვალსაზრისით, საქართველოში ზამთრის ცივი დღეები მოგონებას ჩაჰბარდება და ახალ ისტორიას გაზაფხულის მშვენიერი კვირტები დაწერს.
პირველ რიგში უახლოესი დღეების პროგნოზი მიმოვიხილოთ:
მომდევნო 3 დღის განმავლობაში მთელს ქვეყანაში უნალექო ამინდი იქნება, მეტ-ნაკლებად დაგვითბება, მაგრამ არა საგრძნობლად, დასავლეთში სუსტი ქარი იქროლებს, აღმოსავლეთში კი დასავლეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
შაბათ-კვირას ტემპერატურა მომატებას დაიწყებს და მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში ზოგან +20 გრადუსს გადააჭარბებს, ანტიციკლონი მზიან და უღრუბლო დღეებს გრძელვადიანი პერსპექტივით გვაჩუქებს.
აქე გეტყვით იმასაც, რომ ვინაიდან დათბობა იწყება ნელა, იმ რეგიონებში სადაც ამჟამად მაღალი თოვლის საფარია, რაიმე საფრთხის წინაპირობა ამ გადასახედიდან არ არსებობს.
ვიფიქროთ კარგზე...“, - წერს კობა ფარტენაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი, მადლობა“ - მარიამ შარმანაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს