ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბიჭი ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის შვილია. დეპუტატის თქმით, ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველი ჭამა, უმარილო. აქედან გადავიდა დაავადება. თავიდან ექიმებმაც ვერ გაიგეს. 10–15 დღე სხვა რამეზე მკურნალობდნენ, 40 გრადუსამდე ასდიოდა ტემპერატურა. სახსრების ტკივილი და სისუსტე ჰქონდა. ბოლოს ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ბრუცელოზი იყო. 15 დღე „პედიატრიულ პრივატ კლინიკაში“ ვიყავით. დაახლოებით 25 აპრილს გამოუვლინდა სიმპტომები ბავშვს და დღემდე სიცხეები აქვს, ვმკურნალობთ. ძალიან ძნელი დასადგენი დაავადებაა",–ამბობს ამბარცუმ ბაბონიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ხელის თხოვნა ბოლო ზარზე - ემოციური კადრები სკოლის ბოლო ზარიდან
🔵სირცხვილია: ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია
წყარო: sknews.ge