Digest Logo

„ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე, შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია“ - ნინო ზამბახიძე ვაკეში სროლას ეხმაურება

1685077652
ნინო ზამბახიძე

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ვაკეში 25 მაისს მომხდარ სროლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სროლის დროს კაფეში მისი ქალიშვილიც იყო.

„ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილი ნონოა.

ალბათ ყველაფერი რაც გაგვიკეთებია მშობლებს კარგი ჩვენ შვილებზე აისახა რომ ცოცხლები გადარჩნენ.

იმედს ვიტოვებ რომ სწრაფად იქნება დაკავებული დამნაშავე და რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად“,- წერს ზამბახიძე.

ცნობისთვის ვაკეში სროლა იყო. თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღია კაფეში რამდენიმეჯერ გაისროლეს. შსს-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დაჭრილია ორი პირი.

ამავე თემაზე:

„სავარაუდო მოტივი პირადი ანგარიშსწორებაა... დაჭრილია გუგა ფირცხალავა, რომლის გვარიც მანამდე კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა...“ - ვაკეში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები