ვაკეში კაფე „სტრადაში“ სროლა იყო. დაჭრილია, ერთი პირი.
🎥 სროლა ვაკეში - ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები
არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველებმა 7 გასროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესროლეს გუგა ფირცხალავას, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა და სროლის შემდეგ თავისუფლად დატოვა ტერიტორია
„პირველების“ ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია. მას ტყვია მხარში აქვს მოხვედრილი.
მათივე ცნობით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი პირადი ანგარიშსწორება გახდა.
ფირცხალავა სერგი ქურთიაშვილის საძმოს წევრია, რომლის გვარიც მანამდე ვაკეში კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ხელის თხოვნა ბოლო ზარზე - ემოციური კადრები სკოლის ბოლო ზარიდან