ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილავენ მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის და დავით კოდუას წყვილის ამბავს, რომლებსაც ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
გავრცელებული მითქმა-მოთქმის მიზეზი კი ფოტო გახდა, სადაც დავით კოდუა ოჯახთან ერთად და ყოფილ მეუღლესთან ერთად არის გადაღებული, რაზედაც კულუარულად ამბობდნენ, რომ კოდუა ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. ამ აზრის განმტკიცების მიზეზი დავით კოდუას დედის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ალექსანდრა დავითის ცხოვრებაში შემთხვევითი პიროვნება იყო, ხოლო მეუღლე, მის შვილს, არასოდეს არ მიუტოვებია.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება ალექსანდრა პაიჭაძის კომენტარს ამ თემის ირგვლივ, მოდელი თავის ცხოვრებას, მშვიდად განაგრძობს.
ალექსანდრა „ინსტაგრამის“ სთორიში დავით კოდუას ვიდეოს აქვეყნებს👇