Digest Logo

„ალექსანდრე ერთადერთი კაცია, რომელსაც ჩემი მართვა შეუძლია...“ - რას ამბობს ანა ამილახვარი შვილზე?

1742806090
ანა ამილახვარი

მსახიობი ანა ამილახვარი საზოგადოებამ სხვა და სხვა პროექტებიდან გაიცნო, განსაკუთრებით ქართველ მაყურებელს დაამახსოვრდა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც გამარჯვება სამწუხაროდ ვერ მოიპოვა. თუმცა ნომრებს არაჩვეულებრივად გაართვა თავი.

ამჯერად ანა ამილახვარი ჟურნალ „სარკესთან“ ერთადერთ შვილზე საუბრობს. როგორც თავად ჰყვება 22 წლის იყო, როდესაც დედა გახდა და მას შემდეგ მისთვის პრიორიტეტები შეიცვალა:

- ანი თქვენ ხართ ახალგაზრდა დედა, რომელსაც შვილთან ახლო ურთიერთობა აქვს. მოგვიყევით როგორი პიროვნებაა ალექსანდრე. რა უყვარს და რა არა?

ანა ამილახვარი: ალექსანდრე ცელქი ბიჭია. შემიძლია ვთქვა, რომ ხასიათების ადამიანია. იცის, თავის ნებაზე როგორ მატრიალოს. ერთადერთი კაცია, რომელსაც ჩემი მართვა შეუძლია. რაც მამაჩემმა, ძმებმა და სხვა ადამიანებმა ვერასოდეს შეძლეს, მას ძალიან მარტივად გამოსდის.

- რა არის მანიპულირებისთვის მისი საყვარელი თემა?

ანა ამილახვარი: ყველაფრით მანიპულირებს. რა თქმა უნდა ტკბილეული უპირველეს ყოვლისა. დედა, სნექები მინდაო მეტყვის ხოლმე. მაღაზიაში რომ შევალთ იაფად  ვერ გამოვდივარ, მიწევს რაღაცებზე დანებება. ვცდილობ ვასწავლო, ასე თავნებად არ მოიქცეს. ჰგონია, რომ დედამისი ყველაზე მდიდარი ქალია პლანეტაზე. ვცდილობ, რაც გამაჩნია, იმით მაქსიმალურად გავანებივრო. ჰო იცით, მთელ ჩვენ ქვეცნობიერს ბავშვობის გამოცდილება ქმნის. მინდა არაფერი მოაკლდეს, არაფერზე დაწყდეს გული და რაც მთავარია, შესაძლებლობა ჰქონდეს ყველაფერი აითვისოს რაც აინტერესებს. ერთი სიტყვით ჩემთვის პრიორიტეტი არის ბავშვის ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის უზრუნველყოფა, ისე როგორც შევძლებ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგად მახსოვს, გალაკტიონს კალთაში ვუჯდებოდი...“ - რას ჰყვება მანანა მენაბდე?

🎥 რატომ მწვავდება გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის დაავადებები და რომელი პროდუქტები უნდა ჩავრთოთ საკვებ რაციონში? - ექიმის რჩევები

🎥 როგორ აისახება დაბნელების კორიდორის დასასრული ზოდიაქოს ნიშნებზე? - ანზორ ოდიშარიას განმარტება