Digest Logo

„ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია“ - კახა კალაძე

1717173489
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

კახა კალაძის განცხადებით, ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო.

„მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.

ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს.

პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას.

ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას- პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა, ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული.

ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის!“, - აცხადებს კახა კალაძე.  

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს კაცი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ორივე მხარე, მომღერლებიც და მსმენელიც კმაყოფილი გაუშვას სახლში“ - ზურა ხაჩიძე „ქვევრის“ მფლობელ ლაშა ბასლანძეს მხარდაჭერას უცხადებს

🎥 „უფრო წარმატებული ხართ ვიდრე კვირის განმავლობაში იყავით...ცდილობენ სწორი გზიდან გადაუხვიოთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„რესტორან „ქვევრზე“ ორგანიზებული კიბერშეტევა ხორციელდება, მე რომ ვერ გამაჩერეს, ვერ დამაბულინგეს და ვერ შემაშინეს რუსული მეთოდებით მიტევენ...“ - ლაშა ბასლანძე